top of page
ყორნები - რეპლიკა

დავით უტეხი

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

დაბლა, დაბლაო.. - მეუბნება და თანაც მაღლიდან!
მიმათრევს და მიგიძღვებიო, მარწმუნებს!
ზურგი მაქცია და მეც, სწორედ მაგით ვიცანი! 

ესენი უნდა გამიძღვნენ და ესენი „გააბრწყინებენ“?!
ესენი, ვინც ჯოჯოხეთისთვის გამიმეტა? - თუნდაც იმით, რომ ორი შვილი მყავს და ორივე საკეისრო კვეთით მოევლინა სამყაროს.

ხალხი, რომელიც უკან შეთრევას მიპირებს ძლივს ცალიფეხგამოდგმულს და მიმტკიცებს - დასავლეთში ადამიანური ცხოვრება ღუპავს, ჩრდილოეთის საღორეში ცხონდიო - ესენი?


* * * 

ევროპა დამღუპველია!
სოდომი და გომორაა!
იქ სიძულვილია!
მხოლოდ მართლმადიდებლები ვცხონდებით!
სხვა, ყველა - ჯოჯოხეთში!
ისა, და...
რა დააშავა, ვთქვათ, კატალონიელმა ადამიანმა, რომელიც თავისი მრწამსით, კაიაკცობითა და, ზოგადად - ცხოვრებით - სულ ცოტა, ერთი თავით მაღლა დგას ბარე ორ მამაოზე, რომელიც დაბურული და ზანტად ჩამოწეული ფანჯრის მიღმიდან გვმოძღვრავს?
ან გვწყევლის...
„აფიციალნად“, მა-აშ! - ბლანკით, ბეჭდით.
ე-ეეე... „აბიჟაეშ“!
რამდენიმე წლის ამბავია... ჩემმა ბავშვობის მეგობარმა ჯვარი დაიწერა. საიდუმლოს აღსრულების შემდეგ, მამაომ მეჯვარე გაიხმო.
ო, სიხარულო!
უძველესი ფრესკები, ხატები...
სვეტიცხოველის ამბიონი, საკურთხევლი, საკმეველის სურნელი, საქართველო...
დე-ე-დაა!
მეჯვარემ მამაოს ნათქვამი ვერ გაიგო და მოწიწებით სთხოვა გამეორება. მამაოც არ დაზარდა:- 100 ლარი დატოვე და წადი!
ათი მცნების დაცვას ვცდილობ და პატიოსნად ცხოვრებას.
გულით ვინანიებ.
მაგრამ არ ვემორჩილები განკარგულებებს, რომელსაც „ინდმეწარმე მამა-ტაბურეტი“ გამოსცემს.
მომეტევება?
რა საჭიროა ღვთის სიტყვის კითხვა, როდესაც ყოველ ნაბიჯზეა 50.000 მაღაზიის 100.000 დახლი და მილიონი მაკულატურა.
კონვეირულად ნათარგმნი!
კონვეირულად ნაბეჭდი!
ბროშურები - მეტს ეგ ხალხი მაინც არ წაიკითავს.
ამხანაგი სტალინი!
ამოწვდილი ხმალი „სიმართლისა“...
დაუნდობელი მმუსვრელი „ხალხის მტრებისა“.
ამოშანთა, მოსპო რასაც მისწვდა და ვერ მიწვდა.
ამათ?..
მიწვდა რომელია...

03.11.2013

bottom of page