top of page
„გრეხების“ ტყვეობაში - რეპლიკა

 

დავით უტეხი

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

ჩემთვის ჩვეულებრივი წესია ქუჩაზე იქ გადასავლა, სადაც მომინდება და თვითონ ჩავთვლი საჭიროდ.
გადავდივარ ყველგან - არ აქვს მნიშვნელობა, ნებადართულია თუ არა.
არც იმას ვაქცევ ყურადღებას, ამით მოძრაობა ხომ არ ფერხდება. კი, 10–15 მეტრში შუქნიშანია, თან ისეთი, მხოლოდ თითის მიჭერა რომ უნდა, თუმცა იქ არ მივდივარ, არ ველი მწვანე შუქს, იმიტომ რომ „მეგრეხება“.
ან, რატომ დაველოდო, როცა შემიძლია თავი დავადო და გადავჭრა ქუჩა...
იმ მძღოლსაც შევუკურთხებ, რომელიც თავის გზაზე მიდის და არ მითმობს - იმასაც „ეგრეხება“ დათმობა;
ისიც შემიკურთხებს.
ჰო, „მეგრეხება“ დათმობა, ზოგადად  - ყველგან და ყველაფერში.
არ ვთმობ არაფერს;
არც გზას, იმიტომ, რომ ყველაზე მეტად სწორედ მე მეჩქარება.
მე უნდა დამითმონ.
მე არ უნდა დავუთმო.
რიგში დგომა „მეგრეხება“ - აქაც, მირჩევნია სხვას ვთხოვო დათმობა - მას, ვინც დიდი ხანი რიგშია.
ისიც, დამითმობს - რა მოხდა მერე, რომ მასაც ეჩქარება და დიდი ხანია უკვე დგას - რომ არ დამითმოს, შემომენთოს, წესრიგისკენ მომიწოდოს და, ბოლო-ბოლო, შემარცხვინოს - „ეგრეხება“ - ურჩევნია, გულში მაგინოს.
ავტომობილში ღვედის შეკვრაც „მეგრეხება“. მიკეთია, მაგრამ ეს, მხოლოდ ერთს ნიშნავს - 40 ლარის გადახდა არ მინდა.მეგრეხება „მარშუტკით“ და მეტროთი სიარული, იმიტომ რომ... იმიტომ! :)

გარშემო მყოფი არატრადიცული და განსხვავებული აზრისა თუ ორიენტაციის ადამიანებთან ურთიერთობაც „მეგრეხება“, თუმცა სულაც არ მრცხვენია მათი ჩაგვრის, ცემის, ლანძღვის და მათთვის მორალის კითხვის გამო.„მეგრეხება“ არაქალიშვილის ცოლად მოყვანა - ათასჯერ ამოკემსილს და ნახმარს მოვიყვან ცოლად, ხოლო თავს იმით დავიმშვიდებ, რომ...ნუ, დავიმშვიდებ რამით.
:)
ისე, მალე ვუღალატებ - არღალატიც “მეგრეხება“.და საყვარელთან იმას გავკეთებ, რაც მასთან, ცოლთან „გრეხია“.ამაზე დიდი „გრეხი“, ერთი ნაგვის ურნაში ჩაგდება ვიცი...(მერე რა, რომ ნასროლი აცდა ურნას - სამაგიეროდ, ახლოს დავარდა!).
ბინაში წკრიალი გამყავს, მაგრამ სადარბაზოს არ ვუვლი - „ბიჩოკებს“ ვთესავ.

შვილს „გრუზჩიკად“ არ გავუშვებ. სამაგიეროდ, ჯანღონით სავსე მუტრუკს სიგარეტის და გზის ფულს ყოველ დღე მივცემ.
„ჟესტიანშიკთან“ ერთად, რესტორანში არ წავალ - დაკოჟრილი ხელები აქვს.
ზოგადად,  მუშაობა “მეგრეხება“...
ეს მე, თორემ სხვას, (ვინც უნდა იყოს) თუ ფულს გამოაგზავნის, ტრაკის მწმენდავადაც კი ვამუშავებ (ამ ფულის რესტორნებში, ქალებში და კაზინოებში დახარჯვა... არ „მეგრეხება“).
მსოფლიო ჩემპიონებთან წაგება ტეხავს.
გაშვებული გოლისთანავე, სახლში მივდივარ - რატომღაც, მეგონა, მოვიგებდით!

მარცხის აღიარებაც “მეგრეხება“. სამაგიეროდ, ზუსტად ვიცი - მათ ადგილზე, უეჭველად მოვიგებდი!
პატრულში დარეკვა რა პონტია... თუნდაც ჩემს თვალ წინ კაცს კლავდნენ, ან ქალს აუპატიურებდნენ! 
ჩარევითაც, არ ჩავერევი - ეგეც “მეგრეხება“.
მამაოც უნდა მყავდეს, იმიტომ რომ მოდაშია! („პრადოიანი“ მამაო, თორემ „ჟიგულიანი“ - ტეხავს)
ბოდიშს არ ვიხდი, იმიტომ რომ ყოველთვის მართალი ვარ!
ღიად არავის ვაფასებ - მათზე მეტი ვიცი და სხვისგან არაფერი მესწავლება (ჰო, რა... პრეტენზია, იცოცხლე, მაქვს).
რა ჯობს ქეიფს, დროსტარებას... და გრძელ–გრძელ სადღეგრძელოებს იმაზე, რაც სინამდვილეში ფეხებზე მკიდია... უბრალოდ არ ვამჟღავნებ - “მეგრეხება“.
საკუთარი თავი ბევრმა ამოიცანით?
და, რა თქმა უნდა, „გეგრეხებათ“!
ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს, მალე!
შეიცვლება კიდეც, მჯერა.
ვისწავლით ერთმანეთის მოსმენას, პატივისცემას, დათმობას, წესრიგს და კანონმორჩილებას. 
თუ არა და, განვითარება არ გვიწერია - ასეთივე მთავრობა, ანალოგიური პარლამენტი და საკრებულო გვეყოლება...
და პრეზიდენტიც, რა თქმა უნდა.

:)
P.S. ჰო, მართლა... ეს ჩემი ფსევდონიმია. რეალური სახელით წერა „მეგრეხება“.  

03.11.2013

bottom of page